საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;

3. კონკურსის პირობები:

3.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის  ძირითად  სასწავლო მიმართულებებს;

3.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლია  მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს;

3.3. სავალდებულოა პროექტში  არანაკლებ 3 აქტიური სტატუსისა და არანაკლებ 2,5 GPA-ს მქონე სტუდენტის ჩართვა. პროექტში შესაძლებელია, ჩართული იყოს სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტი.  ბაკალავრიატის სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს 60 კრედიტი მაინც;

3.4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პროექტის სავარაუდო ხელმძღვანელმა, თუ იგი იყო „მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში“  2022 წლის ჩათვლით  გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელი, უნდა წარმოადგინოს გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტატიის ელექტრონული მისამართის სახით)

3.5. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 13 000 ლარს;

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი და შესავსები ბიუჯეტის ფორმა

5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა: 2024 წლის 22 თებერვალი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 5 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024  წლის 1 აპრილიდან -15 ნოემბრამდე;

8. პროექტის   მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;

9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია  საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;

10. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;

11. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის“  საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

12. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი,   საერთაშორისო  ურთიერთობების მიმართულება;
  • ხათუნა მაისაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • ლაშა მათიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.

13.  სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკვლევი თემის აქტუალურობა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა - 20 %
  • სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის სამეცნიერო ღირებულება,  ინოვაციურობა და გავრცელება- 20 %
  • კვლევის მეთოდოლოგია - 20 %
  • ბიუჯეტი-20%
  • აქტივობები,  მათი  განმახორციელებელი  პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%

14. გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური:

16. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

17. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.